უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული ნავთობის ევროკავშირში მიწოდების შეწყვეტის რისკი 2010 წლის დასაწყისში მოხსნილია. ამ განცხადებას ევროკავშირი ავრცელებს,
რუსეთის ფედერაციის მთავრობიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მოლაპარაკებათა შედეგად უკრაინასთან მიღწეულია შეთანხმება რუსული ნავთობის ტრანპორტირების შესახებ და მისი მიწოდების შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის.
"მოხარული ვარ, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა და ამის გამო თავიდან იქნა აცილებული ევროკავშირში ნავთობის მიწოდების შეწყვეტა",_ აცხადებს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში ადრის პიბალგსი.