საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსი კოლეგების განცხადებას ეხმაურება და მას "მტკნარ სიცრუეს" უწოდებს.
"რუსული დიპლომატისა და სახელმწიფოს ქვაკუთხედი არის ტყუილი და ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არაფერს აკეთებს რათა ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგი განახორციელოს, ეს სხვა არაფერია თუ არა მტკნარი სიცრუე ",_ ასე ეხმაურება ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტრენკოს განცხადებას, რომელშიც მან ევროკავშირის სადამკვირველო მისია უმოქმედობაში დაადანაშაულა.