თბილისის მოსახლეობას 2010 წლის 1 იანვრამდე ნაგვის გატანაზე დარიცხული დავალიანება ჩამოეწერება. შესაბამის ინიციატივას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საკითხი მინისტრთა კაბინეტს დედაქალაქის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა წარუდგინა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის გადასახადის დავალიანებას სახელმწიფო დაფარავს და ის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საუბარია 18 მილონი ლარის ოდენობით დავალიანების ანულირებაზე.
"თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის მოსახეობამ ნაგვის გატანის გადასახადი აღარ უნდა გადაიხადოს. მოვუწოდებ დედქალაქის მაცხოვრებლებს მომავალი წლიდან შესაბამისი თანხა დროულად დაფარონ", _ განაცხადა ახვლედიანმა.