რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი რუსული მხარის განცხადებას ეხმაურება და აკრიტიკებს.
"არ ვიცი რა არის სარკოზი-მედვევის შეთანხმება. მე ვიცი, რა არის სარკოზის გეგმა რომელსაც ხელი საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს. შესრულდა თუ არა ეს გეგმა ფრანგებს ვკითხოთ, რას ამბობენ რუსები ამას მნიშვნელობა არა აქვს",_ ასე ეხმაურება თემურ იაკობაშილი რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით მოსკოვმა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება სრულად შეასრულა და მას მხოლოდ ქართული მხარე არღვევს.