საქართველოს პროკურატურამ დამდეგი ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს მიულოცა. 2009 წლის 30 დეკემბერს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და პროკურატურის თანამშრომლები საგურამოს და ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეწვივნენ და მათ საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს.
მურთაზ ზოდელავამ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ბავშვთა სახლებში პროკურორების სტუმრობა ტრადიციად იქცა, რომელიც მომავალშიაც გაგრძელდება. მან ბავშვები პროკურატურაში, საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც 4 იანვარს გაიმართება.
`პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტი მოზარდ თაობაზე ზრუნვაა, ამისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული და სითბო, რაც ბავშვებმა უფროსებისგან უნდა იგრძნონ. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის~, _ განაცხადა მ. ზოდელავამ.
საქველმოქმედო აქცია პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში განხორციელდა.