ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი მისი უწყების მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობით კმაყიფილია.
როგორც მთავრობის შემაჯამებელი სხდომის დაწყების წინ ალექსანდრე კვიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელება მოხდა.
"მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 950 ათასი ადამიანი ჩაერთო დაზღვევის პროგრამაში. ასევე ჩვენი რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდა პარლამენტში. გამარტივდა შვილად აყვანის პროცედურაც",_ განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილიმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის წლის ბოლო შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. მინიტრთა კაბინეტის წევრები პრემიერს მათი უწყებების მიერ წლის განმავლობაში გახორციელებული მუშაობის შედეგებს აბარებენ.