2009 წლის მონაცემებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია. 2008 წელს დაცულ ტერიტორიებზე 53 000 ტურისტი დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეკოტურიზმის განვითარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღესდღეობით 10 ეროვნული პარკი და ნაკრძალი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურით.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ტურების ორგანიზება; მათ შორის: სალაშქრო, საცხენოსნო, სანაოსნო, საგანმანათლებლო ტურები, ფრინველებზე დაკვირვება, სამთო ველოსიპედით სეირნობა, კემპინგი და სხვ.