58 წლის მამაკაცმა თავის დაცვა სცადა.
ანზორ გაგლოევამ საწვავი წუხელ, გვიან ღამით გადაისხა. შემთხვევა ბახტრიონის 10 ნომერში მოხდა. ცეცხლმოკიდებული მამაკაცი სიკვდილს თვითმხილველებმა გადაარჩინეს. მათ ალის ჩაქრობა მოახერხეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, დაზარალებული სხეულის მძიმე დამწვრობით დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევა შემთხვევის დროს ნასვამი იყო.