დღეს, 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, გალერეა "ჰობი"-ში აფხაზეთის მთავრობის უმაღლეს შემოქმედებითი ჯილდოს, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომებსა და ფულად ჯილდოს 3000 ლარს გადასცემენ.
2009 წელს გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი სერგი საჯაია ეროვნულ მოძრაობაზე შექმნილი პუბლიცისტური წერილებისათვის: კომპოზიტორი ია მაისაია - გ. შარვაშიძის ლექსზე შექმნილი სიმღერისათვის „ვარადა"; მწერალი ვლადიმერი ჯოლოგუა - რომანისათვის „მოგზაურობა ჯოჯოხეთში"; პაატა ქურდოვანიძე და შემოქმედებითი ჯგუფი: ხათუნა ჭურღულია, სოფიო კინწურაშვილი, ესმა კოკოსკერია ქართულ-აფხაზური ალბომისათვის.