ხვალ, 24 ოქტომბერს, საქართველოს რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასე ეწვევა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რობერტა ალმა ანასტასე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
25 ოქტომბერს, დაგეგმილია საქართველოს რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის სტუმრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავე დღეს რუმინეთის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. პარლამეტში დაგეგმილია დავით ბაქრაძისა და რობერტა ალმა ანასტასეს ბრიფინგი.
ასევე შეხვედრები შეხვედრები შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან.
რუმინეთის დელეგაცია საქართველოს 26 ოქტომბერს დატოვებს.