თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 1,5 წლის ბავშვი მოათავსეს.
მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მაღალი სიცხე და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბავშვი თბილისში ლაგოდეხის რაიონიდან ჩამოიყვანეს.