საქართველოში ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
23 წლის, 8 თვის ფეხმძიმე ნანა გელაშვილი ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში 5 დღის წინ მოათავსეს. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ნანა გელაშვილს გარდაცვალებამდე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ექიმების განმარტებით, ჩვილის მდგომარეობაც მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ვირუსის რა სახეობა გახდა გელაშვილის გარდაცვალების მიზეზი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მის ორგანიზმში H1N1 ვირუსის არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. შესაბამისი სინჯები თბილისში უკვე გადმოაგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის 1098 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათ შორის 10 ადამიანი გარდაიცვალა.