დღეს, 23 ოქტომბერს, საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ერიკ ფურნიეს საქართველოში დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ერიკ ფურნიე საქმიანობას მომავალში საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს.
14 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ერიკ ფურნიეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
მიხეილ სააკაშვილმა ერიკ ფურნიეს მადლობა გადაუხადა მისი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისა და საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განმტიკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრას საფრანგეთისა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ერიკ ფურნიე საქართველოში 2007 წლის სექტემბრიდან იმყოფება.