რუსეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დღეს ნაციონალისტების აქციები იმართება, რომლებიც კავკასიისა და ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. აქციების ლოზუნგებია "საკმარისია კავკასიის გამოკვება!" და "ძირს ქურდებისა და თაღლითების პარტია!".
აქციის მონაწილეეები ხელისუფლებისაგან ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისათვის დოტაციების გამოყოფის შეწყვეტას მოითხოვენ.
აქციები სანქცირებულია და ისინი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკში, ტულაში, სტავროპოლში და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს.