გერმანიაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი "Spiegel"-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოჯახური წყვილი ქვეყანაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა და მათ დაჭერაში აშშ-ში განხორციელებულმა დაპატიმრებებმა იქონია გავლენა.
ოჯახური წყვილი დანაშაულის ადგილზე დააკავეს - ისინი ციფრულ რადიოგადაცემას იღებდნენ. მათ რუსეთის სადაზვევო სამსახურებთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად, თავად ოჯახური წყვილი ყოველივე ამას უარყოფს.
დოკუმენტების მიხედვით, დაკავებულები წარმოშობით ლათინური ამერიკიდან არიან, მათ ავსტრული პასპორტები ჰქონდათ.
ცნობილია, რომ მამაკაცი არგენტინაში დაიბადა, ქალი კი პერუში.