30 დეკემბერს ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასჯიდან სამი წელი სრულდება. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი ჩამოახრჩვეს.
საბოლოო გადაწყვეტილება ერაყის ექს-პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმანმა გასული წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნა. მის მიხედვით ჰუსენსა და მის თანამებრძოლებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჟათ.
საინტერესოა, რომ ერაყელი მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმანი, რომელმაც ჰუსეინს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, ქვეყნიდან გაიქცა. სამშობლოდან გაქცეულმა რაუფ აბდელ რაჰმანმა პოლიტიკური თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა.