საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის შვილი, პრინცი სულთან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი აშშ-ში გარდაიცვალა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ოფიციალური წყაროების მიხედვით პრინცი 83 წლის იყო, არსებობს სხვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც მისი ასეკი 85 წელია.
გარდაცვლილი საუდის არაბეთის მთავრობაში ქვეყნის თავდაცვისა და ავიაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და იყო სამეფოს გენერალური ინსპექტორი.
პრინცი აშშ-ში სამედიცინო გამოკვლევისთვის იმყოფებოდა. 204 წელს ექიმებმა მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ქვეყნის ტელევიზიამ გადაცემები შეწყვიტა. ქვეყანაში გაუქმებულია ყველა გასართობი ღონიძიებები.