რუსეთმა და ევროკავშირმა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ბოლო ორმხრივი უთანხმოებები მოაგვარეს, -ნათქვამია ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარის კარელ დე გიუხტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას დარჩენილ ორმხრივ საკითხებთან მიმართებაში და ამით მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ გზა გავხსენით", _ ნათქვამია გიუხტის განცხადებაში და იქვე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ "ახლა დარჩენილია ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ორმხრივი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორისაც იქნეს მიღწეული".
"მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ძალისხმევა კომპრომისის მოსაძიებლად. ევროკავშირი მზად არის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოსაჩენად, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს", _ ნათქვამია განცხადებაში.