პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ დღეს თანამედროვე რუსული ოკუპაციის ანალოგიებზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე პროექტ "ოკუპაციის"ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ამომავალი მზის ქვეყანა" ფრაგმენტების ჩვენება მოეწყო, რომელიც საბჭოთა კავშირის მხრიდან იაპონიის კუნძულების ოკუპაციას შეეხება.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას განცხადებით, მომზადდა დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომლებშიც ნათლად არის ასახული საბჭოთა ოკუპაციის ისტორია და უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციებს შორის ბევრი პარალელი და მსგავსებაა.
მალაშხიამ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის და თანამედროვე რუსული ოკუპაციის ანალოგიებზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, დოკუმენტური ფილმების ჩვენება საზოგადოებრივ მაუწყებელზე 7 ნოემბერს დაიწყება და საზოგადოებას საშუალება მიეცემა, ერთი თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ თვალი გადაავლოს საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას.