საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის ხელისუფლებას ხულიგნურ და კაგებეშნიკურ სტილს უწუნებს. ~რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ხულიგნური სტილი ახალი არ არის, ისინი თვლიან, რომ ეს მათთვის ძალიან კარგი და შესაბამისი სტილია. ცოტა ~კაგებეშნიკური~ და ცოტა ძველბიჭური საუბარი მათი საფირმო ნიშანია, ამას აგრძელებენ და გააგრძელებენ მუდმივად. ზოგიერთი ვინც ფიქრობს, რომ ისინი დასავლეთს დაუახლოვდებიან და კორუფციას შეებრძოლებიან, ან მათ წარმოდგენა არა აქვთ პოლიტიკაზე, ან მათ ჰგონიათ, ნებისმიერი დავალება, რომელსაც ოლიგარქიული ფულის დასაცავად მიიღებენ, უნდა შეასრულონ. ეს ნამდვილად არ არის კარგი საქციელი~, _ აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
ეს კომენტარი გაბაშვილმა დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის, პასუხი გასცეს ყველას, ვინც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.
"არ დააყენებენ? კბილებში მიიღებენ", - განაცხადა მედვედევმა.