"ქართული დასი" მიესალმება სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან ბაკურ კვეზერელის წასვლას, მაგრამ პრინციპულად ეწინააღმდეგება მის ადგილზე ზაზა გოროზიას დანიშვნას, რადგან "არც ერთი მათგანის კვალიფიკაცია არ შეეფერება ამ პოსტს".
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდო ბაღათურიამ სლაიდების სახით წარმოადგინა ციფრები, როგორ შემცირდა საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოება ბოლო წლების განმავლობაში და როგორ ჩაანაცვლა ის უცხოეთიდან შემოტანილმა უხარისხო, გენმოდიფიცირებულმა პროდუქტებმა.
ბაღათურია ამაში მაღალჩინოსანთა ინტერესის გარდა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხესაც ხედავს.
"ეს საკადრო ცვლილება ვაის გავეყარე და უის შევეყარეს ნიშნავს, რადგან გოროზია შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტის წვრილი ფეოდალია, რომელიც სამეგრელოში მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობითა და ნეპოტიზმით იყო დაკავებული", -აცხადებს ჯონდო ბაღათურია.