ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ".
"ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს შეთავაზებაზე, 13 ოქტომბერს ბიზნესცენტრიდან მედიის წარმომადგენლებისათვის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის შესახებ ნაციონალურმა არხებმა, უარი განაცხადეს.პრესსამდივნოს განცხადებით, უარის მიუხედავად, საინფორმაციო სივრცე მაინც გაიხსნა და საზოგადოებამ მიიღო მისთვის სასურველი ინფორმაციის ნაწილი. 19 ოქტომბერს გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფის თაობაზე.
27 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) საკუთარ ბიზნეს-ცენტრში გამართოს პრესკონფერენცია, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი (ან რომელიმ ნაციონალური არხი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას.
ტექნიკური საკითხების და ჟურნალისტთა აკრედიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია ორშაბათიდან, 24 ოქტომბერი."