საპარლამენტო ფრაქცია ~ერთობა სამართიანობისთვის~ წევრი კარლო კოპალიანი ხელისუფლებას მიმართავს ბიძინა ივანიშვილის დაუბრუნოს ის რაც წაართვა.
~პირველ რიგში, ხელისუფლებამ ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს მოქალაქეობა და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი რაც წაართვა. ქართულ პოლიტიკაში უანგარო ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებთ, - ასეთი შეფასება გააკეთა დღეს გამართულ ბრიფინგზე კარლო კოპალიანმა.
დეპუტატმა ის განცხადებით, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა არ სურს და ქართული პოლიტიკის ოკუპაცია ხდება.
~ხომ არ ვბრუნდებით დაახლოებით 10 საუკუნით წინ, როდესაც სვეტიცხოვლის მშენებელ დიდოსტატს მკლავი მოაჭრეს? ქართულმა საზოგადოებამ, ეკლესიამ თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმაზე რაც ამჟამად ხდება~, - განაცხადა კოპალიანმა. მანვე პარალელი გაავლოიმ ფაქტთან, რომ ~მის საქართველოს~ 1 დღეში აძლევენ მოქალაქეობას, მაშინ, როდესაც უანგარო და სულით ხორცით პატრიოტ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ართმევენ.