ხვალ, 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, გალერეა „ჰობი"-ში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი 2009 წელს, აფხაზეთის ახალგაზრდობის განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წარმატებული საქმიანობისათვის, წლის საუკეთესო პედაგოგებს საპატიო სიგელით დააჯილდოვებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა კი ქართული ცნობიერების შენარჩუნებისათვისა და ქართულ საგანმანათლებლო პროცესის აქტიური წარმართვისათვის, ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში მოღვაწე პედაგოგებს საპატიო სიგელებს გადასცემს. უმაღლესი საბჭოს სიგელი აფხაზეთიდან დევნილთა საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისა და ნაყოფიერი საქველმოქმედო საქმიანობისათვის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსაც გადაეცემა.