თურქეთის ხელისუფლება ქურთი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ტერიტორაზე მიმდინარეობს და საზღვრის დარღვევის ფაქტებს (ერაყთან) ადგილი არ აქვს.
ამის მიუხედავად, ქვეყნის სამხერთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას სააერტილერიო დარტყმების ზონაში ერაყის ტერიტორიაც ხვდება.
სამხედრო ოპერაციაში 10 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს ქურთი ბოევიკების მიერ მოკლულ იქნა თურქეთის არმიის 24 სამხედრო მოსამსახურე.