გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველომ ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სიკვდილის მიზეზების გამოძიება მოითხოვა.
„გარკვეველია, როგორ მოკვდა იგი. აუცილებელია მისი სიკვდილის გარემოებების გამოძიება", - განაცხადა სამმართველოს წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა.
კადაფი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა დროებითი მთავრობის ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს.
დროებითი მთავრობის პრემიერის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ მოხვდა მას შემთხვევითი ტყვია.
მანქანა (რომლითაც კადაფი გადაჰყავდათ) ურთიერთსროლის ზონაში მოჰყვა და ერთი ტყვია მას თავში მოხვდა",- განაცხადა ლიბიის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა, რომ „ექიმ-კრიმინალსტმა ვერ თქვა თუ ვისი - რევოლუციონერებისა თუ კადაფისტების - ტყვია მოხვდა კადაფის".