ნატო, რომელმაც ლიბიელი ამბოხებულების დასახმარებლად მიმდინარე წლის მარტის თვიდან 26 ათასი ფრენა განახორციელა, უახლოეს დღეებში ოპერაციის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ალიანის წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები მიიღებენ.
პარალელურად ბელგიამ ლიბიას იურიდული აპარატის ჩამოყალიბებაში დამხმარება შესთავაზა.
ქვეყნის საგარეო საქმეტა მინისტრის განცხადებით, 40 წლის განმავლობაში ლიბიელი ხალხისთვის უცნობი იყო სამართლებლივი სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტები და სტრუქტურები.