რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა და მიღწეული შეთანხმებების დოკუმენტალურად გამყარება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი თელავი 25 სექტემბერს გამართული შეხვედრის დროს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმდნენ.
თუვალუ მყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მან მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ხოლო 19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები