სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ შესაძლოა არაბული რევოლუციები რუსეთამდეც მივიდეს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, შესაძლოა, ბატონ პუტინსაც და ზოგ ჩინელს წუხელ ცუდად ეძინათ. შესაძლოა ბოლო დროის არაბულმა რევოლუციებმა რუსეთში ხალხის გამოსვლები გამოიწვიოს", _ აცხადებს მაკკეინი.