ნოვოსიბირსკის ოლქის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი გორდეევი, რომელიც ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
"მიმაჩნია, რომ ჩემი დევნა უკანონოდ ხდება. ამიტომაც მე ჩამოვედი და ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფარი ვთხოვე", - განაცხადა გორდეევმა ტელეკომპანია "პიკთან" საუბრისას. მისივე თქმით, ამჟამად მისი განაცხადი განხილვის სტადიაშია.
33 წლის დეპუტატს განსაკუთრებით მსხვილ მასშტაბებში თაღლითობა ედება ბრალად. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის 29 მარტს აღიძრა. მას რაიონის ერთი სამშენებლო კომპანიისათვის 10 მილიონ რუბლზე მეტის გამოძალვა ედება ბრალად.
ეს დეპუტატი ასევე ცნობილია თავისი ანტიალკოჰოლური კამპანიით.