ევროპალამენტარები დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კენჭს უყრიან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის ტექსტს, ნოემბერში კი დოკუმენტს უკვე სესიაზე დაამტკიცებენ.
კომიტეტის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი კშიშტოფ ლიზეკია, რომელიც დოკუმენტს რევოლუციურად მოიხსენიებს. მასში გამოყენებულია ტერმინი ოკუპაცია, საუბარია რუსეთის მხრიდან დღემდე შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერობაზე. კენჭისყრამდე ევროპალამენტარების კითხვებს დავით ბაქრაძემ უპასუხა.