დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მეუღლესთან, ქეთევან კაჭარავასთან ერთად და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მშობლებთან ერთად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პირველმა ლედიმ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 80 ოჯახია ჩასახლებული, რომლებსაც სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა და საკუთრების უფლებით გადასცა. Yყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა კი მომავალი წლიდან სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას გაურემონტდება.
გუშინ საქართველოს პირველი ლედი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ლილოში, აფხაზეთიდან გადმოსულ ოჯახებსაც შეხვდნენ და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.