თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვან სოლისტებს, ვარნის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელ ლალი კანდელაკსა და ვასილ ახმეტელს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მთავრობის ჯილდოები გადასცა.
ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოცეკვავეები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ჯილდოების გადაცემის ცერემონიალს კულტურის სამინისტროში ქართული ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და საბალეტო ხელოვნების მოღვაწეები დაესწრნენ.