რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადაა გორში განთავსებული სტალინის ძეგლი რუსებს, აფხაზებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაუცვალოს.
იაკობაშვილმა იუმორით პუტინის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიდების მემორიალის ავტორის მერაბ ბერძენიშვილის მიერ მსგავსი მემორიალის მოსკოვში აშენებაზე უარის თქმას ქართულ მხარეს აბრალებს.
"რუსებს დიდი სიამოვნებით გაუცვლიდით სტალინის ძეგლს აფხაზეთსა და ოსეთში და ხურდაში "დიდების მემორიალსაც" მივაყოლებდით", - განაცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.