სამხრეთ კავკასიის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიების შორის სს „თელასმა" პირველმა დანერგა საშუალო ძაბვის გამანაწილებელი ქსელის მართვის კომპიუტერული სისტემა.
სისტემა, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სადისპეჩერო მართვის დეპარტამენტებმა, საგრძნობლად ამარტივებს ქსელის დისპეჩერიზაციას და პერსონალის მუშაობას. ახალი სისტემის მეშვეობით დისპეჩერებს შეუძლიად ერთდროულად აკონტროლონ როგორც მთელი ქსელის მუშაობა, აგრეთვე სიტუაცია გამანაწილებელი ქსელის ცალკეულ უბნებზე და უმოკლეს ვადებში განახორციელონ ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებასთან დაკავშირებული მანიპულაციები.
სს „თელასის" სადისპეჩერო მართვის ახალი სისტემის დანერგვით შემცირდება კომპანიის ქსელში ტექნიკური ინციდენტების რაოდენობა, გაუმჯობესდება აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.
სს „თელასის" სადისპეჩერო სამსახურში დაიდგა ციფრული ფარი - დამონტაჟდა თანამედროვე ე.წ პროფესიონალური ტრიპლექს სისტემა, რომელიც შედგება სამი დამოუკიდებელი პროექტორისა და სამ ფრთიანი ეკრანისაგან.
ციფრული სადისპეჩერო ფარის სამართავად 6-10 კვ. სადისპეჩერო სამსახურში შექმნილია ორი ძირითადი და ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული სისტემით და სამი დაწყვილებული ფართო ეკრანიანი მონიტორებით.
გამანაწილებელი ქსელის გრაფიკული სქემები დეტალურად ასახავენ რეალურ სიტუაციას. ქსელის კონფიგურაციის ნებისმიერი ცვლილება (ახალი აბონენტების ჩართვა, კაბელების და სატრანცფორმატორო ქვესადგურების დამატება) სპეციალური პროცედურების მეშვეობით სადისპეჩერო მართვის ეტალონურ სქემაზე აისახება.
ტექნიკური გადაწყვეტილებების გარდა სადისპეჩერო სამსახურის ახალ ოფისში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პერსონალის მუშაობის პირობები გაუმჯობესებულიყო, სრულყოფილია სამუშაო გარემოს ერგონომიკა.
ყველა ზემოდაღნიშნულ პროგრამული გადაწყვეტილებების დასანერგად და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად კომპანია „თელასმა" 174 ათასი დოლარი დახარჯა.
ელექტროქსელის მართვის კომპიუტერული სისტემის დანერგვა არის კომპანიის ელექტროქსელური მეურნეობის მართვის პრინციპების მოდერნიზაციის პირველი ეტაპი. უახლოეს მომავალში „თელასი" საშუალო ძაბვის გამანაწილებელი ქსელის სადისპეჩერო მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემის დანერგვას გეგმავს, რაც დისპეჩერებს საშუალებას მისცემს მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ქსელის მდგომარეობაზე რეალურ დროში.
კომპანიის მუშაობის ეფექტიანობისა და საიმედოობის ასამაღლებლად სს „თელასი"ინოვაციური პროექტების განხორციელებას მომავალშიც აპირებს.