ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
ელიზბარაშვილი აღიარებს, რომ ნამდვილად დაემუქრა მათ, თუმცა, მოუწოდებს, “მისი დანახვის შემდეგ პოლიციაში ნუ გაიქცევიან და საჩივარს ნუ დაწერენ.“
„მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, რომელმაც რესტორანში, მეუღლესთან ერთად მარტომყოფს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. კერძოდ, ვუთხარი „მეუღლეს დავტოვებ და წავედიო“. მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდნენ, შეეშინდათ ჩემი, - გაანცხადა ელიზბარაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თან ჰქონდა თუ არა იარაღი, ელიზბარაშვილმა კატეგორიულად უარყო.
რაში მჭირდება იარაღი? იმხელა ძაღლებს ვათვინიერებ, ფსიქიკურად შეშლილ ძაღლებს და გიჟ ძაღლებს.
დავდივარ ქალაქში მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად და კიდევ რომ არ განმეორებულიყო ანალოგიური, 15 წუთი „მაკაჩავა“ 7-მა კაცმა, ცოლთან ერთად და იქ თავს ვერ ვაცემინებდი, ვუთხარი „დავტოვებ ცოლს და ჩამოვალთქო“. როგორაა ახლა ცოლის წინ შვიდი მთვრალი კაცი რომ მცემს. გავედი, დავტოვე მეუღლე, ჩამოვედი და აღარ დამხვდნენ.
მე ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდება ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში და საჩივარს ნუ დაწერენ „ელიზბარაშვილის დანახვის შეგვეშინდაო“, - განიცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა ჟურნალისტებს.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.