„კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა, - თქვა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „"ქართული ოცნების" წარმომადგენელთან, არჩილ გორდულაძის საპასუხოდ, რომელიც აცხადებდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ტერმინოლოგია „პირდაპირი შეურაცხყოფაა“.
„მოწმეები და მტკიცებულებები რამის დამადასტურებელი კი არ არის მხოლოდ, სამხილიც არის. მე მათი პოზიციების ნეიტრალიზაცია მინდა, მტკიცებულებები მჭირდება ჩემთვის მათ წინააღმდეგ. მათ რომ რაიმე დაადასტურონ თავისთვის ან ვერ დაადასტურონ რა ჩემი საქმეა.
მაინტერესებს, რომ პოზიციები ჩამოვიყალიბო მათთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც თხზავდნენ თვეების განმავლობაში და ამის გამო ხალხი ციხეში მოხვდა, ახლა პარტიებს აუქმებენ და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო პოზიციებისთვის კატასტროფულ ტექსტებს წერენ, ყველა ხელმომწერია მანდ“,- განაცხადა გვარამიამ.
„შეფასებები გასაგებია, თუმცა [ნიკა გვარამიას განცხადება] „სახელმწიფოსთვის კატასტროფული რაღაცა წერია“, ვერ იქნება მისაღები მხარისთვის“ - თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ.
„მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ჩანაწერს ვაფასებ პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და სამართლებრივად. სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა. საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა! “,- განაცხადა გვარამიამ. ["ტვ პირველი"]