სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2009 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
როგორც სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მეტრეველმა განაცხადა, სარეალიზაციო ქსელში მავნებელი სურსათისა და ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენის მიზნითმონიტორინგი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მეტრეველის განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გამოიყო. სურსათის ლაბორატორილული კვლევები 7 სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.