კომპანია "ტექნო ბუმი" მომხმარებელს ფასდაკლების აქციას ახლა უკვე LCD ტელევიზორებზე სთავაზობს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან აქციის ფარგლებში ყველა მომხმარებელი სხვადასხვა ბრენდის LCD ტელევიზორს "ტექნო ბუმის" ქსელში სპეციალურ ფასად შეიძენს.
60 სმ დიაგონალის "ტოშიბას" ბრენდის თხევადკრისტალური ტელევიზორის ფასი აქციის ფარგლებში 379 ლარია, ხოლო 82 სმ დიაგონალის "ვესტელის" ტელევიზორი 499 ლარი ღირს.
გარდა ამისა, "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში მისულ მომხმარებელს "სონის", "ჰიტაჩის", "სამსუნგის", "ელჯის", "ვესტელის", "პანასონიკის", "ტოშიბას", "ფილიპსის" და სხვა ბრენდების პლაზმური და თხევადკრისტალური ტელევიზორების განსაკუთრებულად დიდი არჩევანი და გარანტირებულად დაბალი ფასები ელის. იმ მომხმარებლებმა, რომლებიც აღნიშნული ტექნიკის შეძენას საახალწლოდ აპირებდნენ, უნდა იჩქარონ და მიიღონ მაქსიმუმი, რადგან ახალი შეთავაზებით ტელევიზორების უახლესი მოდელები 0%-იანი განვადებით ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ "ტექნო ბუმში" შეუძლიათ შეიძინონ.
შეგახსენებთ, რომ "ტექნო ბუმი" ტექნიკის ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების ტექნიკაზე ყველაზე დაბალ ფასს და 0 %-პროცენტიან განვადებას სთავაზობს. ამ დროისთვის "ტექნო ბუმის" ცენტრები, თბილისის გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.