ახალი წლის დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 31 დეკემბერს და 1 იანვარს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. "30 დეკემბერს ამინდის გაფუჭებაა ნავარაუდევი, რის გამოც ტემპერატურა დაეცემა და დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში კი ითოვებს, თუმცა 31-ში გამოიდარებს და 1-ელიანვარს კი ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელი", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები