29 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დევნილი პედაგოგები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძემ აცნობა, დევნილი პედაგოგები ხელფასების სიმცირეს გააპროტესტებენ.
"დევნილი პედაგოგების პროტესტი გამოწვეულია იმ დუხჭირი სოციალური მდგომარეობით, რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დაბალი ხელფასებია, რომელთაც ისინი კომპენსაციის სახით სამ თვეში ერთხელ იღებენ. საახალწლოდ კი, შესაძლოა, ისიც ვერ მიიღონ", - აცხადებს ღურჭუმელიძე.