29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენელთათვის საახალწლო მიღება და წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება.
15:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილ დარბაზს დაათვალიერებინებენ.
15:30 საათზე ქართული საეკლესიო და საერო სამართლის ძეგლების ექსპოზიციის დათვალიერება იგეგმება; 16:00 საათზე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს გზამკვლევის პრეზენტაცია; 16:15 საათზე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს და მედიისათვის საახალწლო მიღებას გამართავს.