29 დეკემბერს მზრუნველობამოკლებულ ბავშვები
დედაქალაქის საკრებულოში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს დაესწრებიან.
საკრებულოს ფოიეში საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დედაქალაქის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ახალ წელს მიულოცავენ და საჩუქრებს გადასცემენ.
პატარებისთვის თეატრალური წარმოდგენა გაიმართება. 5-დან 12 წლამდე ასაკის 200 პატარას ჯამბაზები, თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირები გაართობენ.
ღონსძიებას საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შვილებიც დაესწრებიან.