29 დეკემბერს, 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აწყობს საქველმოქმედო აქციას კოდორიდან დევნილი მოსახლეობისთვის (55 ოჯახი), რომლებიც ჩასახლებულნი არიან ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონებში.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, სხვადასხვა ანსამბლის მონაწილეობით. ღონისძიება თეთრიწყაროს საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება. კონცერტის შემდეგ კი ყველა დევნილ ოჯახს სურსათი და სხვა საჩუქრები დაურიგდება.
H
ღონისძიებას დაესწრებიან, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია, ბოლნისის ეპისკოპოსი ეფრემი, ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.