მაია ჯაბუა სოლო კონცერტისთვის ემზადება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად მომღერალმა განუცხადა.
მისი თქმით, მას დათო ევგენიძემ სიმღერა დაუწერა. „დათო ევგენიძემ ორი არაჩვეულებრივი სიმღერა დამიწერა და ეს საოცრად მახარებს, იმიტომ რომ ჩვენ დიდიხანია არაფერი გვქონია ახალი. ასევე, სხვა მეგობარი კომპოზიტორებიც არიან მზადებაში და ველოდები მათ საჩუქრებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაია ჯაბუამ.
მისივე თქმით, სოლო კონცერტის გამართვას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გეგმავს.
"მინდა სოლო კონცერტი გავმართო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. თუმცა, ჩემი სეზონი უფრო იქით არის, გაზაფხული-ზაფხულიში და ამ პერიოდში ვფიქრობ კონცერტის მოწყობას. ამ ეტაპზე კი ახალი სიმღერების მოძიებაში და დამუშავებაში ვარ", - განაცხადა მომღერალმა.