დათო არჩვაძე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე სიმღერის შექმნას აპირებს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკოსმა განუცხადა ის პოეტის ისეთ ლექსს აარჩევს, რომელიც ჯერ არ ამღერებულა.
„28 სექტემბერს, როცა ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო სამებაში მოეწყო, იქიდან პოეტის კრებული წამოვიღე და ყოველდღე მის ნამუშევრებს ვკითხულობ. მინდა ამათგან ისეთი ავარჩიო, რომელიც ჯერ არ ამღერებულა და ლამაზი მუსიკა მოვარგო. ჯერ ალბათ, ყველაფერი მუზაზეა დამოკიდებული, მაგრამ შევეცდები მალე გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან მინდა ეს მალე მოისმინოს საზოგადოებამ", - აღნიშნა დათო არჩვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო 12 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყო, სადაც „ქართულმა ხმებმა" მამუკა ჩარკვიანთან ერთად პოეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა "მაღლა და მაღლა" შეასრულეს.