დათო გომართელმა ახალ ალბომზე „ქართულ ეთნოკოდზე" მუშაობა დაამთავრა. როგორც მომღერალმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა დისკის პრეზენტაცია ფილარმონიაში, ცოცხალი კონცერტზე მოეწყობა.
„ახალ ალბომს „ქართული ეთნოკოდი" დავარქვი, რომელშიც შესულია 12 ახალი და ძველი სიმღერა. ალბომში შესულია ახლებური ინტერპრეტაციით ქალაქური სიმღერები. ეთნომუსიკა დაყრდნობილია ჩვენ ქართულ კულტურაზე, ფოლკლორზე, რომელიც არსებობს და ძალიან სინტერესოა", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" გომართელმა.
ალმობში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი დათო მალაზონიაა.
ცნობისთვის, დეკემბერში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოცხალი კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია ერთად მოეწყობა.