მომავალი წლიდან საბინაო ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა გაგრძელდება. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ამ კუთხით 2010 წელს სიახლეები დაინერგება.
კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ეს ეხება კორპუსებში ლიფტების დამონტაჟებას. ახალი სისტემის მიხედვით, მერია ლიფტების დასამონტაჟებლად თავიდანვე გადაიხდის 100%-ს. აქედან, 70% მერიის საჩუქარია, 30%-ს კი 4 წლის განმავლობაში მობინადრეები ეტაპობრივად, განვადების სისტემით გადაიხდიან.
ლიფტები მერიის თანადაფინანსების გადახდისთანავე დამონტაჟდება.