თბილისის მერია გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიკლინიკების უფასო გამოძახებას ოთხი თვის განმავლობაში დააფინანსებს.
შესაბამისი ხარჯები 2010 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებილი..
როგორც დღეს 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, 4 თვის განმავლობაში გრიპის სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში პოლიკლინიკის ექიმების ბინაზე უფასო გამოძახების თანხას მერია დაფარავს. უგულავას თქმით, მომსახურების თანხა როგორც ექიმებისათვის, ისე პოლიკლინიკებისათვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.