ოზურგეთში, გიორგი სალუქვაძის სახელობის მეორე საერთაშორისო სამდღიანი ფესტივალი მოეწყობა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, პირველი და მეორე დღე იქნება საკონკურსო. ფესტივალი დაბა ურეკის კულტურის სახლშიგაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალური ქორეოგრაფიული და საერთაშორისო რანგის ფოლკლორული ანსამბლები (ლიტვა, ლატვია, ჩრდ. კავკასია, მაკედონია).
14 და 15 ოქტომბრს კონკურსის შედეგად გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი და ასევე გრანპრის მფლობელები.
16 ოქტომბერს კი ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე გაიმართება ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი, რომელიც ფესტივალში მონაწილეთა აღლუმით და ქორეოგრაფიული ანსამბლების გაერთიანებული ცეკვით “ფარცაკუკუ” გაიხსნება. რომლის ავტორი და აღმდგენი არის ლოტბარი და ქორეოგრაფი გიორგი სალუქვაძე.
აღშანიშნავია, რომ ფესტივალის დასკვნით ნაწილში, ასევე მოხდება გასული საუკუნის ტრადიციული გურული სახალხო დღესასწაულის _ ,,ალეგრობა” აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ დღესასწაული მე-19 საუკუნის ბოლოს დაწესდა 1941 წლამდე ოზურგეთში იმართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები